დორიან გრეის პორტრეტი –ოსკარ ვაილდის ბრწყინვალე რომანია .თუ ის თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული გირჩევთ წაიკითხოთ. ის პირველად გამოიშვა 1890 წლის ივნისში ჟურნალ «ლიპინკოტს მანსლი მეგეზინ»-ში.1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით გამოიშვა ცალკე წიგნის სახით.
ამ რომანის მთავარი გმირი–დორიანი არის ულამაზესი მამაკაცი,ნაზი და სათუთი სულით.მას მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დახატავს.დორიანი აღფრთოვანდება ამ ნახატით. და ამ აღფრთოვანებას ის ამ სიტყვების წარმოთქმით ამტკიცებს: მე მინდა რომ ჩემი ეს ნატიფი სილამაზე მუდამ თან მდევდეს,დაე ამ პორტრეტს დაემჩნეს ჩემი ყველა ცხოვრებისეული ხინჯი და იარა და მე მუდამ ასეთი ლამაზი დავრჩე.
მას ეს სიტყვები აუხდება და თუ როგორ და კარგად იმოქმედებს მასზე ეს თუ ცუდად ამას წიგნის წაკითვის შემდეგ გაიგებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий